გიორგი ხანიშვილი ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენი" პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენი" პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კომპანიაში ლუდის ბრენდი „აია“ აღადგინეს და ახალი ბრენდი „რავი“ შესთავაზეს მომხმარებელს.

„ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, ქართველ და უცხოელ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კორონავირუსის პერიოდში „ზედაზენმა“ შეძლო ლუდის ორი ახალი ბრენდი მიეწოდებინა ბაზრისთვის და 20%-მდე გაეზარდა პროდუქციის ექსპორტი, რაც კრიზისული სიტუაციის დროს სწორი მენეჯმენტის შედეგია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ლუდის კომპანიის დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილს პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნებაში.

„ვფიქრობ, ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაგვევლო, თავიდან აგვერიდებინა კადრების დათხოვნა, წარმოების შეჩერება და ბაზრიდან გასვლა. სამინისტროს დამსახურებაა, რომ შევძელით პრიორიტეტების და საკუთარი რესურსების სწორად და ოპტიმალურად მოკლე დროში გადალაგება. დღეისათვის, ჩვენს ბიზნესს აქვს ერთადერთი საზრუნავი - კრიზისის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ზრდის ეტაპზე გადასვლა“, - აღნიშნა ქართული ლუდის კომპანიის „ზედაზენი“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა.

„ზედაზენის“ ქარხანამ წარმოება 2012 წელს დაიწყო. წარმოებაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიამ წარმოებაში 120 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს