ინდოეთის საგარეო უწყება - ჩინეთმა ჰიმალაიში მდებარე საზღვრის გასწვრივ ჯარისკაცების დიდი რაოდენობა განათავსა

ჩინეთმა ჰიმალაიში მდებარე საზღვრის გასწვრივ ჯარისკაცებისა და იარაღის დიდი რაოდენობა განათავსა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს პრესსპიკერმა ანურაგ სრივასტავამ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯით ჩინეთმა ორმხრივი ხელშეკრულებები დაარღვია, მათ შორის 1993 წლის შეთანხმება, რომელიც სასაზღვრო ზონაში ორივე მხარის მიერ სამხედრო ძალის შეზღუდული რაოდენობით განთავსებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 15 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობას მხარეები ერთმანეთს აკისრებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს