გიორგი შაქარაშვილის ბიძა - ვიცოდი, რომ შედეგი სახეზე იქნებოდა, ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე, დაველოდოთ ექსპერტიზას

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს. როგორც ნიკოლაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით.

“თავიდანვე ვენდობოდი გამოძიებას. ვიცოდი, რომ შედეგი სახეზე იქნებოდა. ბუნებრივია, დღესაც ვენდობი და ისიც ვიცოდი, რომ დააკავებდნენ არაერთ პირს, მაგრამ ამის თქმის უფლებას ჩემს თავს არ ვაძლევდი. ასე რომ, ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე. გიორგისთან მიმართებით რა გამოიკვეთება, ეს არ ვიცი, მაგრამ ესეც ხომ მნიშვნელოვანი გაგრძელებაა ამ მოვლენის. დაველოდოთ ექსპერტიზას. შემდგომ ალბათ დასრულდება”,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში წუხელ გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის. დაკავებულია ასევე, შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით