დონალდ ტრამპი - ჯონ ბოლტონი გიჟია, მას არასდროს გაუღიმია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს გიჟს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც ბოლტონს სურს, „ხალხის დაბომბვაა.“

„ის გიჟია. თავის საქმე კარგად არ აკეთებდა, არ იყო ჭკვიანი, არც გამჭრიახი,“- განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბოლტონი გაღიმებული არასდროს უნახავს.

„ვფიქრობ, ერთადერთი კაცია, რომელსაც შევხედრილვარ და გაღიმებული არასდროს მინახავს. ერთხელ ვკითხე, „ჯონ, როდესმე იღიმი?“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპსა და ჯონ ბოლტონს შორის ურთიერთობების დაძაბვა ბოლტონის ახალმა წიგნმა - „ოთახი, სადაც ეს მოხდა - თეთრი სახლის მემუარები“ - გამოიწვია. წიგნში ბოლტონი თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს აღწერს და დონალდ ტრამპს უამრავ საკითხთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა