მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევის წყარო დაავადებულ პირთან კონტაქტს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და დაავადებულთან კონტაქტს უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 24 პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 780-ს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ცენტრი და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობაც არაა მძიმე, საშუალო და მსუბუქია,“- აღნიშნა ეზუგბაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა