ლაშა ხუციშვილი - სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს დროს და ფულად რესურსებს

სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს როგორც დროის, ისე ფულად რესურსებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას. მისი თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავდა ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც შეეხება საქონლის ჩამოწერის პროცედურებს.

„ერთი მხრივ, უქმდება 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის საფასური, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მარტივდება თავად ჩამოწერის პროცედურა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი თანამშრომლობისა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემსუბუქდება საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთი და პრობლემატური საკითხები, რომლებიც ამ სფეროში წლების განმავლობაში არსებობდა, სრულად მოგვარდება“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ