შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი, სავარაუდოდ, ჯგუფურ ძალადობაში ედება - ამ უბედურების დროს ის არ ყოფილა მაგისტრალზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რაც შეეხება საქმის ვითარებას, ამ მცირე დროში მასთან ვერ მოვახერხე საუბარი. ჯერ ჩვენ ბრალი არ წარგვდგენია. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით რა პოზიციას აირჩევს, გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას. დაკავების განჩინებას გავეცანით, ამ განჩინების მიხედვით, მას ბრალი ედება 126-ე მუხლით გათავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა, სავარაუდოდ, ჯგუფური. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ძალიან დიდი უბედურების დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ ყოფილა მაგისტრალზე, ის ამ დროს დაახლოებით სამი საათით ადრე იყო გადასასული ლისზე. შესაბამისად, მას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როცა წარგვედგინება ბრალი, მაშინ გვეცოდინება, რით ხელმძღვანელობს ბრალდება," - განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა