ბიზნეს ასოციაცია - სასიკეთო შედეგია მიღებული, რომელიც ბიზნესთან თანამშრომლობის რეჟიმში პრობლემების გადაწყვეტის წარმატებული მაგალითია

„სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისა და ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ცალსახად პოზიტიური და მისასალმებელი ნაბიჯია”, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას 25 ივნისს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან, ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლებთნ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, „სახეზე გვაქვს ბიზნესთან რამდენიმეთვიანი კონსულტაციის შედეგად მიღებული კონკრეტული, ბიზნესისთვის მატერიალურად სასიკეთო შედეგი, რომელიც ბიზნესთან თანამშრომლობის რეჟიმში პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია”.

“აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის შემცირდება საოპერაციო ხარჯები, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ეს განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების პირობებში. თავის მხრივ, სასურსათო პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში ჩართული კომპანიის წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხევედრაზე აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები, საოპერაციო ხარჯების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად ამარტივებენ ბიზნესის ოპერირებისათვის ამ ნაწილში დღემდე არსებულ პროცედურებს და აწესრიგებენ იმ შეუსაბამობას, როდესაც კომპანიებს უწევდათ მიუღებელ შემოსავალზე მოგებისა და დამატებითი ღირებულებების გადასახადების დარიცხვა. ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით: განისაზღვრა სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტებისთვის და მათ მიეცათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით (მოგება, დღგ); სრულად გაუქმდა 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური (20 ლარი); ასევე, დაიხვეწა დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის კრიტერიუმები და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი“, - ნათქვამია ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა