„ფრონტერა რისორსი” განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს, პატივი სცეს კონტრაქტს

„ფრონტერა რისორსი” განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს პატივი სცეს კონტრაქტს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის სამინისტრო კონტრაქტთან და საარბიტრაჟო დავის შედეგებთან დაკავშირებით საჯარო დეზინფორმაციას აგრძელებს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადების საპასუხოდ, რომელიც მოლაპარაკების დაწყებას შეეხებოდა, „ფრონტერაში“ აცხადებენ, რომ არაფერია მოსალაპარაკებელი.

„25 ივნისს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა საჯარო დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობასა და ჩვენს კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტთან და 2018 წელს ხელისუფლების მიერ ჩვენს წინააღმდეგ წამოწყებულ საარბიტრაჟო დავის შედეგებთან. ჩვენს წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე მათგან მიღებული მრავალგზის უარის მიუხედავად, სამინისტროს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ახლა მიწვეულნი ვართ „მოლაპარაკების მაგიდასთან“, რათა მოვილაპარაკოთ ის „პირობები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ჩვენის ბიზნესის საქართველოში დარჩენა“. გვინდა ხაზი გაუსვათ, აქ არაფერია მოსალაპარაკებელი. ოც წელზე მეტია, რაც ვამაყობთ რომ ვართ საქართველოს კორპორატიული მოქალაქეები შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ნავთობისა და გაზის სამუშაოებში კახეთში განვახორციელეთ 500 მილიონ ა.შ.შ. დოლარზე მეტის ინვესტირება, გამოვიყენეთ მოწინავე ამერიკული ტექნოლოგიები, დავასაქმეთ ასობით ქართველი და ამერიკელი თანამშრომელი, საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობას. ახლა, საქარველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კონტრაქტის სრული უგულვებელყოფით, სამინისტროს სურს თავს მოგვახვიოს ახალი “პირობები“, რათა დავრჩეთ საქართველოში. ზიანზე შეურაცხყოფის დამატებით, ამის გაკეთება არჩიეს საჯაროდ, ნაცვლად ჩვეულებრივი ბიზნეს კომუნიკაციისა. ჩვენი საქართველოში ყოფნის ორი ათწლეულისა და ორწლიანი იურიდიული დავის დასრულების შემდეგ, რომლის მიზანი ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტა იყო, ბიზნესის ასეთი ხერხით კეთება არის არაკეთილსინდისიერი. მაშინ როდესაც ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა ჰიუსტონში, ტეხასი, ა.შ.შ. კარგად არის ცნობილი სამინისტროსთვის და ძალიან ადვილია მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეტყობინების გაგზავნა პრესიდან ვეცნობით სამინისტროს მიზნებს და ეს მაშინ, როცა პირდაპირ კომუნიკაციას იყენებენ მხოლოდ შეხვედრებზე უარის სათქმელად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, პატივი სცეს ჩვენი კონტრაქტის პირობებს და მოგვცეს შესაძლებლობა ვიმუშაოთ განუწყვეტელი მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე.

იმედი გვაქვს მომავალშიც ბევრი კონსტრუქციული შეხვედრა გვექნება საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კომპანიის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. სამინისტროს საპირისპირო ინსინუაციები არის არასწორი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს და თავი შეიკავოს ჩვენი ბიზნესის და თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მუქარის, შევიწროვებასა და დაშინებისაგან. კონტრაქტის თვითნებურად შეწყვეტის ან გაუქმების ნებისმიერი მცდელობა, ან ჩვენი კომპანიის ნავთობის და გაზის ოპერაციების სხვაგვარად, ძალის გამოყენებით დაკავება და ჩამორთმევა იქნება ექსპროპრიაციის უკანონო, კრიმინალური აქტი და ექნება შესაბამისი რეაგირება,”-ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა