კოტე კემულარიამ „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა

კოტე კემულარიამ პარტია „გამარჯვებული საქართველო“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მან „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.

კემულარიას თქმით, პარტიის დატოვება შიდაპარტიულ უთანხმოებას არ უკავშირდება. როგორც ის ამბობს, მათ იმ იდეის განხორციელება ვერ შეძლეს რაც ჩაიფიქრეს და სწორედ ამიტომ ტოვებს პარტიას.

როგორც კოტე კემულარია აღნიშნავს, ის აქტიურ პოლიტიკაში რჩება.

„როცა ჩვენ „გამარჯვებული საქართველო“ შევქმენით, ლიდერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო და იყო ასეთი ჩანაფიქრი, რომ შეგვექმნა პლატფორმა, სადაც ყველანი ვიქნებოდით თანაბარნი. ამას საერთოდ არ უნდა ჰყოლოდა ხელმძღვანელობა და ჩვენ ამის შესახებ საჯაროდ გვქონდა გაცხადებული. სამწუხაროდ, ის შეტევები, რაც ამ საკმაოდ პოპულარულ ძალაზე რეჟიმმა განახორციელა, დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი, დანარჩენებზე მიდიოდა დაშინებები, ყველაფერმა ამან იმოქმედა იმაზე, რომ ჩვენ ეს გეგმა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ირაკლის გამოსვლის შემდეგაც ვერ შევძელით, რომ ჩვენ ეს პლატფორმა აღგვედგინა. ვიწროპარტიული ინტერესები ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის. მე დავრჩები დამოუკიდებელ პოლიტიკოსად, რომ მეტი თავისუფლება მქონდეს. ვიქნები ახლაგაზრდებთან ერთად და აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები“,-აცხადებს კოტე კემულარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა