გიგა ბოკერია - ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა - არა

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ტრიბუნას მაშინ გამოიყენებს, როცა ამის სურვილი და საჭიროება იქნება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობის წევრებს გული სტკივათ იმაზე, რომ ქვეყნის პრემიერს კითხვებზე პასუხი არ აქვს.

„ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას დემოკრატიას ეძახის. ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც სახალხო დამცველს სთხოვეს, დაგვეხმარეთ, რომ კრიტიკა აღარ ისმოდეს, დაიცავით ივანიშვილისა და ჩვენი უფლებები, ჩვენ ტანჯულები და დევნილები ვართო. ასეთ სიბრიყვეს იმეორებენ. ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა - არა. ამ ყველაფერს ლოგიკა აქვს. რეალურად, შუშის სასახლეში ზის გადაწყვეტილების მიმღები. როცა ფორმალურად მიდის ადამიანი ამ პანდემიის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ასეთი გამოწვევის დროს, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ტრიბუნას გამოვიყენებთ. მესმის, რომ ივანიშვილის გუნდიდან უმრავლესობის წევრებს გული სტკივათ, რომ ამ კითხვებზე მათ პრემიერს პასუხი არ აქვს"-განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს