გიგა ბოკერია - ხელისუფლებას ბრიყვული მცდელობა აქვს, რომ იმ მედია საშუალებების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომელსაც ვერ აკონტროლებს

„ვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით არის შეპყრობილი. როგორც მან ჟურნალისტებს მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების შეფასებისას განუცხადა, მმართველ გუნდს მედიის დისკრედიტაციის მცდელობა აქვს.

„ძალაუფლების დაკარგვის შიშით არიან შეპყრობილი და ამის საფუძველი აქვთ. ისინი ძალაუფლებას შემდეგ არჩევნებში დაკარგავენ. ყველა მცდელობის მიუხედავად, მედია ვერ გააკონტროლეს და ეს იწვევს აგრესიას. იქ ხედავენ საფრთხეს და ახლა ბრიყვული მცდელობა აქვთ, რომ იმ საშუალებების დისკრედიტაცია მოახდინონ, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან კიდევ რამდენიმე თვე, აგრძელებენ იმას, რასაც წლები შვრებოდნენ - სიძულვილის თესვას, საზოგადოების დაყოფას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი,"- აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. მისი თქმით, „სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს” და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)