პრემიერი - ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა მუდმივი გამოწვევაა

„ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა. გახარიას განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა განვითარებადი ქვეყნების ერთ-ერთი მუდმივი გამოწვევაა. მისივე თქმით, რეგიონში საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ლიდერია.

„საჯარო მმართველობაზე როცა ვსაუბრობთ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კორუფციას. კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებადი ეკონომიკებისთვის არის მუდმივი გამოწვევა. ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა. ჩვენ ყოველდღიურად, მუდმივად უნდა დავხვეწოთ ის მექანიზმები, რომლებსაც ვიყენებთ კორფუციასთან ბრძოლისათვის. ამ მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში პირველი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში კი 44-ე ადგილზეა. კიდევ ერთხელ ვამბობ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვესმის, რომ კორუფციასთან ბრძოლა გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა ჩვენი მუდმივი ამოცანაა“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა