ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მდგრადი იყოს და ყოველდღიური განვითარება შეეძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,
ჯანდაცვის სისტემაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, საყოველთაო ჯანდაცვიდან და ელემენტარული სოციალური დახმარების პროგრამებიდან გამომდინარე, მინიმალური ცხოვრების პირობები და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობები შევუქმნათ. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტი მუდმივი კრიტიკის საგანია, ხშირ შემთვევაში ობიექტურიც, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის მიმართულებაა, რომელზეც თანმიმდევრული, მდგრადი, ყოველდღიური და ყოველწლიური განვითარება ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის უკიდურესი გამოწვევაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში საყოველთაო ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სიტემაში ბოლო წლებში გატარებული რეფორმების აშკარა მატერიალიზება მოხდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემებმა ამ გამოწვევას ვერ გაუძლო. მარტივი მაგალითი მინდა მოვიტანო. საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მკურნალობა ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა. ეს არის ის სისტემური შედეგი, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ბოლო წლების რეფორმის შედეგად მიიღწა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მდგრადი იყოს და ყოველდღიური პროგრესირება და განვითარება შეეძლოს. ამიტომ სელექტიური კონტრაქტირბა და ტარიფიკაციის ის მოდელები, რომელსაც ჩვენ ახლა ვნერგავთ, გადაუვალია და ეს უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.