პრემიერი - დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო ორშაბათს კენჭისყრის შემდეგ იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია

დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, ხოლო ორშაბათს კენჭისყრის შემდეგ იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა.

მისი თქმით, აღნიშნული პირობა არის აუცილებელი, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, რომელიც ორი მოსმენით უკვე გავლილია და ორშაბათს ამ პარლამენტში იქნება მესამე მოსმენა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია, უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტიან და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი“,- განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა პროგრესი და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, რისთვისაც ქვეყანა უნდა მომზადდეს.

„არავის არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიეთ და უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ყოველწლიურად უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ვუთხრათ, რომ პროგრესი არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს. საბოლოო შედეგი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს 1, ზოგ შემთხვევაში კი 10 წლის შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ამ გზიდან. ჩვენი ძირითადი ამოცანა დაფუძნებულია ჩვენს ფასეულობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა ამისთვის მოვამზადოთ“,- განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო