ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში დაზიანებულ სპორტულ მოედნებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოეწყო ახალი ხელოვნური მწვანე საფარი, თანამედროვე ტიპის მავთულბადეები და რეაბილიტირდა ფეხბურთის კარები. თითოეული მოედნის ფართობი 630 კვ.მ-ია. განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე, ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დავასრულეთ. კიდევ ორ მისამართზე გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასეთი ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების რეკონსტრუქციას“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 82 000 ლარი დახარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა