გიორგი გახარია - ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა

თავდაცვის მიმართულებით აქტიური ნაბიჯებია გადადგმული და დღეის მდგომარეობით, თავდაცვის სისტემის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოს ფარგლებში ყველაზე ეფექტურიa, თანამშრომლობა წინ არის წასული. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან თავსებადი, მობილური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ჯარისკაცებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, ბოლო თვეების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის ფარგლებში გადამზადდა 6 ქვეითი ბატალიონი, 3 ბატალიონი გადამზადდება 2021 წელს ბოლომდე - ეს არის ის პროგრამა, რომელიც ქართველ ჯარს ამზადებს ქვეყნის ეფექტური თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ იყოს მობილური სწრაფი და ეფექტური. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო არის უაღრესად აქტიური. შემდგომ წლებშიც ეს იქნება კიდევ უფრო ეფექტური, კიდევ უფრო გახშირებული თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები. სამხედრო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თითოეული ჩვენი ჯარისკაცისთვის - ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, დაწყებული ანაზღაურების გაზრდით, სადაზღვეო პაკეტების გაუმჯობესებით, ნატოს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმით და საერთოდ ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშის, შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში და ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება - რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს