ოთარ კახიძე გიორგი გახარიას - ანგარიშის პრეზენტაციისას, არც ერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი და დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ?

თქვენი ანგარიშის პრეზენტაციის დროს, არცერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი და ეს როგორ არის, დაგავიწყდათ ეს დღე? ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ? 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები? თუ ის დაგავიწყდათ, როგორ აღმოჩნდით ამ თანამდებობაზე? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც წლიურ ანგარიშს წარადგენს. კახიძემ მთავრობის მეთაურს გასული წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია შეახსენა და ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამ მოვლენებზე.

„თუ დაგავიწყდათ, მე მინდა გაგახსენოთ, რომ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით, ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, ოკუპაციის კანონის დარღვევით, ქვეყანაში გავრილოვი შემოუშვით. მერე სამართლიანად აღშფოთებულ ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის ღობის გარეთ პოლიციის დანაყოფები დაუყენეთ, რითაც პირდაპირ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირება მოახდინეთ. მერე ძალის გამოყენებას რომ აპირებდით, ამის გაფრთხილების ნაცვლად, პირიქით გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს თქვენი წინამორბედის პირით, რომ ჩვენი ხელწერა არ არის რეზინის ტყვიების გამოყენებაო და ამის შემდეგ, დაიწყეთ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ჭურვების სროლა მომიტინგეებისთვის, რომლებიც არა თუ პოლიციასთან კონტაქტში არ იყვნენ, არამედ საერთოდ ვერც ხედავდნენ პარლამენტის კიბეებს ქაშუეთის ეკლესიასთან, კინო „რუსთაველთან“ და „მხატვრის სახლთან“. ამის შემდეგ, გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ თქვენს მოქმედებას - გავრილოვბის ჩამოყვანასა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას. ამ ყველაფრის შემდეგ, არ ახსენებთ თვალებდათხრილ ახალგაზრდებს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს და მაინტერესებს, დაგავიწყდათ ეს დღე რომ მოხდა? დაგავიწყდათ თქვენი პასუხისმგებლობა? არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას ? თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, მაშინ აქ რა უფლებით დგახართ, ამ ტრიბუნიდან როგორ გვმოძღვრავთ კიდევ და თუ არ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, რატომ არ გრძნობთ ?“- მიმართა კახიძემ გახარიას.

იხილეთ ვიდეო:"არც ერთხელ არ გიხსნებიათ 20 ივნისი, ეს დღე ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით" - ოთო კახიძის მწვავე კითხვა გახარიას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა