ირაკლი სესიაშვილი ოთარ კახიძეს - მესმის, რომ თქვენ ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით - ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ  პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონიას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო უკრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც გახარიასთვის კითხვის დასმამდე, „ევროპული საქართველოს" წევრს, ოთარ კახიძეს მიმართა.

ოთარ კახიძემ მას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა, სესიაშვილის თქმით, მიუხედავად პრემიერის პასუხისა, ოთარ კახიძის მიერ 20 ივნისთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვას მასაც უნდა, რომ პასუხი გასცეს.

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში თქვენნაირი პოლიტიკოსები არსებობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია, შტურმით შეეცადონ შეცვალონ პოლიტიკური გარემო. მე მესმის, რომ თქვენ ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით. მაშინ ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ თქვენს პარტნიორებს ჰკითხეთ და მოგიყვებიან ამბებს საგმირონიას,"- განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით ოპოზიციას „ამ ქვეყანაში ძალადობრივი შეჭრა - შემოჭრა არ გაუვა“.

ცნობისთვის, მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე გიორგი გახარიასგან დაინტერესდა, მის გამოსვლაში რატომ არ იყო ნახსენები 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები.

„თქვენი ანგარიშის პრეზენტაციის დროს, არცერთხელ არ გიხსენებიათ 20 ივნისი და ეს როგორ არის, დაგავიწყდათ ეს დღე? თუ ის დაგავიწყდათ, როგორ აღმოჩნდით ამ თანამდებობაზე? -" მიმართა კახიძემ პრემიერს.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს