ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ 19 წლისგიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ზეწოლას განიცდიდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს.

ამასთან, მისივე განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„მე როგორც ვიცი ეს განცადება შეიცავს შემდეგ შინაარს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს. ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდგომ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ არ გაკეთდა მსგავსი განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ? ეს განცხადება გაკეთდა მას შემდგომ, რაც მოხდა ამ ადამიანის დაკავება. მიუხედავად ამისა, ეს განცხადება შესწავლას საჭიროებს და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა, თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ცალსახად, ამ ქმედებას მიეცემს შესაბამისი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, - განაცხადა ბორცვაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მასზე განხორციელდა პოლიციელების მხრიდან როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ზეწოლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა