თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას - ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს? ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია?

თქვენთვის ცნობილია, რომ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა მოხდა? ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.

ბოკუჩავას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საარჩევნო კამპანია დარბევებით მიმდინარეობდა

„მაინტერესებს, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისის დარბევა მოხდა? ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია? მოლოდინები რომ გვქონდეს იმიტომ, რომ გვახსოვს ღარიბაშვილისეული საარჩევნო კამპანია, რომელიც სწორედ ასე მიმდინარეობდა - დარბევებით და მაინტერესებს, ღარიბაშვილისგან ისწავლეთ ბატონო გახარია ამგვარი დარღვევები და ასე აპირებთ თუ არა თქვენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. როგორც ჩანს, სურვილი გაქვთ, ღარიბაშვილთან ერთად, ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების სიაში თქვენც შეხვიდეთ. ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ქართველი ხალხის წინაშე კონკრეტული დანაშაული მიგიძღვით. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტიდან იპარავთ ფულს და „ქართულ-ჯიგრულ“ პონტში ხრავთ კორუფციას, ტრიბუნასთან დგახართ და თვითკმაყოფილებით პოზირებთ. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, ბატონო გახარია, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ როგორც ჩანს, ძალიან მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გინდათ აღიაროთ თქვენი პოასუხისმგებლობა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს, რისთვისაც სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო