ხათუნა გოგორიშვილი პრემიერს - ბატონო გიორგი, ან ახალი მესიჯ ბოქსი აქვთ დარიგებული ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ან თავდაცვის მინისტრი გჯობნით

ბატონო გიორგი, ან ახალი მესიჯ ბოქსი აქვთ დარიგებული ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ან თავდაცვის მინისტრი გჯობნით, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიური ანგარიშით წარსდგა.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, როდესაც პარლამენტში თავდაცვის მინისტრს უსმენდნენ, უმრავლესობის დეპუტატები ქედის მოხრით იყვნენ დაკავებულნი, ახლა კი პრემიერს მხოლოდ წარმატებას უსურვებენ.

„ბატონო გიორგი, ან ახალი მესიჯ ბოქსი აქვთ დარიგებული ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ან თავდაცვის მინისტრი გჯობნით. იმიტომ, რომ როდესაც „მინისტრის საათზე“ თავდაცვის მინისტრი გამოდიოდა ქედის მოხრით იყვნენ დაკავებულნი და ქედს ვიხრითო ამბობდნენ, თქვენ მოგესალმებიან და მაქსიმუმ წარმატება გისურვონ. თუ მესიჯბოქსი არაა, მაშინ გირჩევთ გაარკვიოთ რაშია საქმე,“-აღნიშნა გოგორიშვილმა.

ამასთან, დეპუტატი დაინტერესდა, პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციითაც.

„გამორჩეულია თქვენი დეკლარაცია იმით, რომ რა ტემპით ცარიელდება 12 ფურცელი წლების განმავლობაში. ყოველ წელს 2 თუ არა 1 ფურცელი ცარიელდება და რაც წინა წელს იყო, მეორე წელს აღარაა. რა მოხდა, სად გაქრა ეს ქონება?,“-აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო