ელენე ხოშტარია პრემიერს - სუს-ი ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს, ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია

ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში, სადაც პრემიერი წლიური ანგარიშით წარსდგა.

„კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია,“-განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, არ გაჰკვირვებია, რომ გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისზე არ ისაუბრა.

„ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოიძიებდით რა მოხდა და მერე წახვიდოდით და საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე. ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან,უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“-აღნიშნა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა