გიგა ბოკერია პრემიერს - ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ?

ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით, - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

მისივე თქმით, ყველა ინფორმაციით, რაც მედიაში იყო, საქართველოს ევროკავშირი გაუხსნის თავის სივრცეს.

„თქვენგან ამ გამოსვლისას მორიგი რიხიანი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რომ ეს კოვიდის პანდემია უნდა ვაქციოთ შესაძლებლობადო. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, ახლა, ევროკავშირი იხილავს იმას, რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვისთვის თავისი სივრცე, რაც ჩვენთვის მნივნელოვანია ძალიან. ყველა ინფორმაციით, რაც მედიაში იყო, საქართველოსთვის ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, რაც არის ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ თავისუფალი სამყარო ხელს გამოგვიწვდის, რომ წელში გავიმართოთ, შანსი გვქონდეს სწრაფად გამოვიდეთ ამ უბედურებიდან, ამის პარალელურად თქვენმა მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ კიდევ ერთი თვით ხურავს რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს, ყველას? ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი. რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? დღესაც იგივეს გვეტყვით, რომ საგადასახადო ტვირთის დაწევა შეუძლებელია იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო უნდა გავაუქმოთო. მე კიდევ ერთხელ მოგაწოდებთ 117 ქვეყნის სიას, რომელსაც ჩვენზე დაბალი საგადასახადო ტვირთი აქვს. და კიდევ ერთი კითხვა, 20 ივნისზე, ხვალ რომ მოვიდეს თქვენთან უბადლო რაინდი კობახიძე და გითხრათ, რომ უნდა ჩაატაროს ასოციაციის შეხვედრა თბილისში, ისევ შემოუშვებთ იმ ხალხს თბილისში თუ არ შემოუშვებთ?"- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა