გიორგი გახარია - მთავრობა მუშაობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური

ბიზნესგარემო ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ძირითადი მიზანი. ქვეყანას გააჩნია სტრუქტურული ეკონომიკური ნაკლოვანებები და, პირველ რიგში, ეს არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი დივერსიფიცირება. ხშირად გვესმის, რომ ტურიზმი არ უნდა იყოს ძირითადი, ინდუსტრიალიზაცია უნდა იყოს ძირითადი, ტრანსპორტი არ უნდა იყოს ძირითადი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, არის გასათვალისწინებელი, მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური პანდემიიდან რეალობა საერთოდ შეცვალა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური.

„ჩვენი ქვეყნისთვის კრიზისი, პანდემია უნდა გადავაქციოთ ეკონომიკურ შესაძლებლობად. დღეს გლობალური ეკონომიკა იცვლება, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევის ეკონომიკიდან გავხადოთ შესაძლებლობების ეკონომიკად და აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ამიტომ, საქართველოს მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, იმისთვის, რომ პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური და ეფექტური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოსტკრიზისული განვითარების ეტაპზე საქართველოს ჰქონდეს დამატებითი ეკონომიკური უპირატესობები გლობალურ კონკურენციაში ჩასართავად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა