ეკა ბესელია გიორგი გახარიას - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ვინ დაგეგმა და რა მიზანი ჰქონდა? თქვენ დამპირდით ამ კითხვაზე პასუხს და მე ის არ მიმიღია

ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა? რატომ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ უმწვავესი კონფლიქტი გვქონდა მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო? რა იყო ეს - დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება, თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს პლენარულ სხდომაზე მიმართა. დეპუტატის კითხვას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატებისა“ და სხვა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ტაშით შეხვდნენ.

ბესელიას განცხადებით, მომხდარიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა და არ დაიღლება, სანამ დანაშაულთან დაკავშირებით კონკრეტულ სახელს და გვარს არ გაიგებს.

„ვფიქრობდი, რომელი საკითხით დამეწყო კითხვის დასმა, ღირდა თუ არა საერთოდ ამ კითხვის დასმა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რადგან ეს ჩემი შინაგანი განწყობაა და არ ვიქნები გულწრფელი, რომ სხვა საკითხებზე გესაუბროთ. არ მინდა ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა საჯაროდ არ დავსვა, მით უმეტეს, ამ კითხვაზე პასუხს დამპირდით ამის წინის წინა მოხსენების დროს. ესაა თემა, რომელმაც ბევრი გადაწყვეტილება და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მთავრობის ის წევრებიც, რომლებიც შეიძლება დაკავშირებულები იყვნენ ამ საკითხთან. ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ იყავით შს მინისტრი, როდესაც იმ პერიოდში უმრავლესობის დეპუტატის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს მოხდა თქვენი შს მინისტრობის პერიოდში. დღეს არის ივნისის ბოლო, გავიდა წელიწადი და ხუთი თვე, თქვით რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ, რომ ეს საქმე გახსნილია, რადგან ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. ვინ დაგეგმა ეს დანაშაული, რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო? რა იყო ეს - დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება, თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და ამ ან სხვა თემაზე აირჩევდა პროტესტის იმ ფორმას, არც მე ავირჩიე? მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მივიღებ, ეს იქნება დღეს, ხვალ, თუ რა დროც არ უნდა დასჭირდეს. მე მინდა გკითხოთ, ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული. არ დავიღლები იქამდე, სანამ არ გავიგებ კონკრეტულ სახელს და გვარს, არა კოლექტიურს, არამედ კონკრეტულს. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რაიმეს ფასი ჰქონდეს“,- განაცხადა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო