„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან სუფსის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან სუფსის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ზემო სურების მცხოვრებლები ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და სახელმწიფოსგან მაღალმთიანი დასახლდების სტატუსის აღდგენას, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ დაპირებული ასფალტიანი გზის მოწყობას მოითხოვენ.

„აღსანიშნავია, რომ გურიის მაღალმთიან სოფლებში გზის პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას, რაც დასახლებების დაცლას და შიდამიგრაციის არანორმალურად მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს. ხოლო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც რჩება სოფლებში, მოწყვეტილია გარესამყაროს. გურიის სოფლების ნაწილს, მთავრობის გადაწყვეტილებით მაღალმთიანი სოფლის სტატუსიც მოეხსნა, რაც ნიშნავს, რომ აქ მაცხოვრებელი მოქალაქეები ვეღარ სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან შეღავათებით. ყოველივე ამას ემატება სუფსის ხეობაში ჰესების მშენებლობის გეგმა, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებას, დაცალონ სოფლები.

გურიის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. აქციას შეუერთდა „თავისუფალი საქართველო“. მოსახლეობას სიტყვით მიმართა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ. მან ხელისუფლებას მოუწოდა, სრულიად არააუცილებელი პროეტების დაფინანსების ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტში პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროების მიხედვით განსაზღვროს. კუკავამ მოქალაქეებს მთავრობასთან ურთიერთობისას შუამდგომლობა და ყველა სხვა საჭირო სამართლებრივი დახმარება აღუთქვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა