გიორგი გახარია - 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ან აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია, ასევე, აშენდა 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი

2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ან აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის ამბულატორია პირველადი ჯანდაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლია.

„ეს არიან სოფლის ექიმები, რომლებთანაც ჩვენი მოქალაქე პირველად მიდის. ამ ამბულატორიების აღჭურვა, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მომავალ წელს მოხდება. აქ, რა თქმა უნდა, დიდწილად იქნება გამოყენებული ახალი ინოვაცია, როგორიც არის ტელემედიცინა, მაგრამ პირველად ჯანდაცვა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელშიც იქნება მიმართული ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების, შემდგომში ყურადღება. ასევე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ აშენდა 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს