გრიგოლ ვაშაძე - რაც უფრო ნაკლები დავა და კამათი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მით უფრო წაადგება ეს ოპოზიციას

რაც უფრო ნაკლები დავა და კამათი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატებზე, მით უფრო წაადგება ეს ოპოზიციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისანში გიორგი ვაშაძის კანდიდატურას ყველა თავისი რესურსით დაუჭერს მხარს.

„ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დახარჯოს სპეკულაციებზე, რომლებიც მუდმივად ვრცელდება მაჟორიტარობის კანდიდატებზე. რაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, მით უკეთესი ოპოზიციისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის. მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე, მარტივად მინდა ვთქვა - ისანში არის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ესაა ადამიანი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი შტაბის უფროსი იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი რესურსით მას მხარს დაუჭერს. რაც უფრო ნაკლები იქნება დავა და კამათი ოპოზიციაში, მით უფრო წაადგება ეს ჩვენს საქმე,“ - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო