ბაჩანა შენგელია - უპრეცედენტო კანონდარღვევა ჩაიდინა იუსტიციის სამინისტრომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სანოტარო საქმიანობა შემიზღუდა

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. ის ასევე მიმართავს არასამთავრობო ორგანიაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

„მინდა გაცნობოთ იმ უპრეცედენტო კანონდარღვევის თაობაზე, რომელიც ჩაიდინა იუსტიციის სამინისტრომ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გამოიხატა ჩემთვის სანოტარო საქმიანობის, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეზღუდვაში. კერძოდ, მათ 19 ივნისს, უბრალოდ აიღეს და ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლითაც მე ვახორციელებ საქმიანობას. ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ პოლიტიკური დევნის კამპანიის გაგრძელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაჩემის, ია კერზაიას მიმართ, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება. ამჯერად კი, უკვე თეა წულუკიანის სახით გადაწყვიტა ხელისუფლებამ პირადად ჩემზე განახორციელოს ანგარიშსწორება, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ გამოიყენა ძალადობრივი მეთოდი. აღნიშნულ დევნას მე ვუკავშირებ ჩემს აქტივობას ხელისუფლების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულის წინააღმდეგ, რაც ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელდა. ასევე, არ გამოვრიცხავ პირდაპირ კავშირს ჩემს მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ სარჩელთან ან/და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან. მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ასევე, მივმართავ სახალხო დამცველს, საქართველოში მოქმედ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა