გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლების მიერ მოგზავნილმა პირებმა მეოთხედ დაარბიეს შიდა ქართლის ოფისი - ეს იმის მომასწავლებელია, როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მისი განცხადებით, შიდა ქართლში მათი ოფისი მეოთხედ დაარბიეს, რაც "ქართული ოცნების" ხელწერაა და იმის მომასწავებელია, როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას.

„ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მოგზავნილმა პირებმა მეოთხედ დაარბიეს შიდა ქართლის ოფისი. დანით შეიარაღებული პირი, მას შემდეგ, რაც დალეწა ოფისი, ემუქრებოდა იქ მისულ ადამიანებს. პირველ სამ შემთხვევაში ხელისუფლებას ინტერესი არ გამოუჩენია და არ დაუსჯია დამნაშავე. ეს არის „ქართული ოცნების" ხელწერა და იმის მომასწავებელი, როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ეს ინციდენტი და სხვა მსგავსი ინციდენტები არის ზიზღის კამპანიის, შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება". ეს ისტერიული ქმედებები ნათლად აჩვენებს და სამედიცინო დიაგნოზია იმის, რომ ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დაკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა