შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი,ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო. როგორც დაკავებულის მამა განმარტავს, მის შვილს სთხოვდნენ ეთქვა, თუ რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი. მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ არ დაუნახავს, დაარტყეს. ამასთან, დაკავებული არასრულწლოვნის მამა ითხოვს, მის შვილს ჩვენება ხელახლა ჩამოართვან.

"რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო, ეუბნებოდნენ. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით დაინტერესებული და გარდაცვლილ ბავშვზე ვფიქრობდი, გამოძიებისთვის ხელი არ შემიშლია, ვიფიქრე, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს ხელი, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა, ედავებოდნენ, შენ უნდა დაგენახაო და ჯერ კეფაში შემოარტყა პოლიციელმა და მეორედ, ზურგში მუშტი ჩაარტყა. 3-4 პოლიციელი ესწრებოდა ამას. იმ დონეზე ვიყავი აღშფოთებული იმ ბიჭის დაღუპვით, ჩემი შვილი თუ დასასჯელია, პირველი ის დასაჯეთ-მეთქი, ვუთხარი. ჩემი შვილი "ნახალოვკელების" მხრიდან იყო. დაბადების დღეზე იყო, მთვრალს მანქანაში ეძინა, რომ მიტრიალდნენ უკან, კიდევ მანანქაში ეძინა, ავტობანზე გაეღვიძა. როცა ბიჭებისკენ გაიქცნენ, ჩემი შვილიც ამ ბიჭებს გაყვა, მეტი არაფერი მომხდარა. ჩემი შვილი ამბობდა, შაქარაშვილი არ დამინახავსო და როგორ არ დაგინახავსო და ძალადობა წავიდა. იმხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო... მე იქ ვიყავი, მაგრამ დაღუპული მეცოდებოდა, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს, ოღონდ სიმართლე თქვას და გამოძიებას ხელი არ შევუშალო-მეთქი და გავჩერდი. ჩვენება არასწორადაა ჩამორთმეული და ჩვენება თავიდან ჩამოართვან, იმ გამოკითხვას ადვოკატიც არ დასწრებია", - აცხადებს არასრულწლოვანის მამა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: შაქარაშვილის საქმეზე აყვანილი არასრულწლოვნის მამის თქმით, მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფასა და ზურგში ჩაარტყა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს