მამუკა მდინარაძე - ელენე ხოშტარიამ თქვა, გადაეცით სუს-ს და ივანიშვილსო, რომ ფეხებზე გვკიდიაო, რა ვიცი იქით იქნებ გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკუთარ გამოსვლაში საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეული დეპუტატების მიერ პლენარულ სხდომაზე პრემიერისთვის დასმული კითხვები სათითაოდ შეაფასა.

ოთარ კახიძემ თქვა 20 ივნისი არ გიხსენებიათო, ბატონო ოთარ, თქვენ უნდა გეხსენებინათ, იმიტომ, რომ ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, ეს იყო თქვენი მავნებლური და დანაშაულებრივი გეგმის ნაწილი. სალომე სამადაშვილმა თქვა, კრიმინალური ავტორიტეტები გეხმარებიანო და შევახსენებ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი არის მაგალითად გიორგი რურუა, გამოკვეთილი. ახსენეს დათვის ტყვიები, ეს არის ტყუილი. თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტს სკამი ივანიშვილმა უყიდაო - ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა და მილიონ ორასი ათასი ადამიანის შეურაცხყოფა განსაკუთრებით. მოპარული მილიონებიო - ეს არის უგულავა. ხათუნა გოგორიშვილმა წინა შემთხვევისგან განსხვავებით ქედი არ მოუხრიათ თქვენს წინაშეო - ქედი მოიხარეს დეპუტატებმა ქართული ჯარის წინაშე. რომან გოცირიძე დადგა ფეიკნიუსების მხარეს. სერგო რატიანმა სპეკულაცია გააღრმავა და კონკრეტულ ადამიანზე თქვა, რომ აღიარეს დაზარალებულადო, შეუძლებელია არ იცოდნენ, რომ დაზარალებულად ცნობა ხდება და არა აღიარება. ამ სიტყვაშიც კი სპეკულირებენ. ნატო ჩხეიძემ ლოკალური ამნეზია ახსენა და გავახსენებ, რომ ჟურნალისტებზე ხელფასები აქვს დასარიგებელი, თუ არ ახსოვს. ირაკლი აბესაძე უფრო ღრმად შევიდა სპეკულაციებში და ხალხი უარს ამბობს უპერსპექტივო განცდით მუშაობაზეო. კანდელაკი საუბრობს გავრილოვზე, რომელიც თავად არის ცნობილი რეზოლუციის ხელმომწერი და ბოლოს ქალბატონმა ელენემ, გადაეცით სუს-ს და ბიძინა ივანიშვილსო ფეხებზე გვკიდიაო, რავიცი იქით იქნებ გეკითხათ, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ?! აქვე, რომელიმე კითხვას ხომ არ გამოყოფდით ბატონო პრემიერო ამ ადამიანების კითხვებიდან, რომელიც საქმეზე იყო ორიენტირებული და მოქალაქეს წაადგება? "- განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა