გიორგი მიქაუტაძე - ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მართალია დაგვიანებული, თუმცა მაინც მართებულად მიმაჩნია ანა დოლიძის მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვება

ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მართალია დაგვიანებული, თუმცა მაინც მართებულად მიმაჩნია, ანა დოლიძის მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვება, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას. ის იმედს იტოვებს, რომ დღის წესრიგში აღარასდროს დადგება საკითხი, როცა პოლიტიკა და სასამართლო სისტემა იკვეთება.

„ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მართალია დაგვიანებული, თუმცა მაინც მართებულად მიმაჩნია ანა დოლიძის მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვება. იმედს ვიტოვებ, რომ აღარასდროს დადგება დღის წესრიგში საკითხი - პოლიტიკა და სასამართლო სისტემა გადაიკვეთოს, როგორც ეს ხდებოდა ქალბატონი ანას შემთხვევაში. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკის ადგილი არ არის. რაც შეეხება პროცედურებს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცხადდა კონკურსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურასთან დაკავშირებით",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ცნობისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომას ანა დოლიძე არ ესწრება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის