დავით ჭიჭინაძე - რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური ჯგუფები არ სცნობენ არც პრემიერის განცხადებებს და რიგით ადამიანებს უბრალოდ დასცინიან

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მიუხედავად პრემიერის არაერთი განცხადებისა, პანდემიის პერიოდში სესხების კაპიტალიზაციის გადავადების შესახებ, ადამიანებს არა თუ სესხი გადაუვადდათ, არამედ პროცენტებზე დამატებით პროცენტი დაერიცხათ.

მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯგუფები პრემიერ-მინისტრის განცხადებას არ ცნობენ.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური ჯგუფები არ სცნობენ არც პრემიერის განცხადებებს და რიგით ადამიანებს უბრალოდ დასცინიან. რადგან მათ, ვინც სოცილურად დაუცველ ჯგუფებში არიან, მათ, ვისაც 200 და 300 ლარიანი დახმარებები შეეხოთ, ბანკებმა არა თუ ვალი გადაუვადეს, დამატებითი პროცენტები დაარიცხეს. არანაირი დათმობები არ შეიმჩნევა ბიზნესებთან მიმართებაშიც. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პანდემიის დროს, ბანკებმა კიდევ უფრო მეტი მოგება ნახეს. მე ამ საბუთებს ვუგზავნიდი ეროვნულ ბანკსაც, თუმცა ფინანსური ჯგუფების განუკითხაობას საზღვარი არ აქვს და შესაბამისად, თქვენი საუბარიც მხოლოდ საუბრად რჩება. 15 ივლისამდე, მთავრობას გაქვთ მინიჭებული უფლებამოსილება, რომ დაამკვიდროთ რეგულაციები რომლებიც, პანდემიასთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული და რადგან ამ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს ესეთ ჩარევას, რადგან მათ დაყადაღებული აქვთ ანგარიშები, მათთვის გრძელდება ის წნეხი, რომელიც შემოიტანა ამ პანდემიამ და ჩვენ კი, ადამიანებს არ ვაძლევთ გაცოცხლების საშუალებას”,- მიმართა ჭიჭინაძემ პრემიერ გახარიას.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა” ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა