პრემიერის განცხადებით, სერვისების მოსახლეობამდე მიტანა და ე.წ ფრონტ ოფისების ადგილებზე გადატანა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

სერვისების მიტანა მოსახლეობამდე და ე.წ ფრონტ ოფისების გადატანა ადგილებზე ერთ-ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამისთვის გამოყენებულია იუსტიციის სახლები, რომლებიც უკვე აშენდა ბოლნისში და წლის ბოლომდე გაიხსნება წყალტუბოში, გარდაბანსა და ქარელში. გარდა ამისა, უკვე ფუნქციონირებს 11 საზოგადოებრივი ცენტრი, დასრულებულია კიდევ 3 საზოგადოებრივი ცენტრი - ხობში, ხარაგაულსა და ჭიათურაში.

„საზოგადოებრივი ცენტრები არის ის მექანიზმები, რომლითაც ჩვენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტების სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამას, მოსახლეობას ადგილზე მივაწვდით. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივები ხობიდან თბილისში ჩამოვიდნენ ინფორმაციის მისაღებად, როგორ გახდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები, ეს ადგილზე იქნება შესაძლებელი, რითაც ჩვენ მათ ცხოვრებას ვუმარტივებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო