ივანე მაჭავარიანი - რისკს და ბენეფიტს რომ აწონი, ეს თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე ფრენებზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა

რისკს და ბენეფიტს რომ აწონი, ეს თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე ფრენებზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ფრენებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაზე მოგზაურობის სეგმენტი აქტიური არაა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ტურისტები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამიდიოდნენ და ევროპელი ტურისტების წილი ძალიან მცირე იყო.

„უნდა გავაკეთოთ ანალიზი, მონაცემებს დავეყრდნოთ და ის თავისთავად მოგვცემს სურათს. ჩვენი ტურიზმის ლომის წილი არის ტურისტებიდან და შესაბამისად შემოსავალებიც მოდიოდა მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო კვეთით შემოსული ტურისტებიდან, ეს იყო ძალიან დიდი, 80 პროცენტზე მეტი - შემოსავლები. ამას ჯერ ვერ ვხსნით. ფრენებშიც ძალიან დიდი წილი იყო ისევ ამ მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან. ძალიან მცირედი წილი იყო საჰაერო გზოთ შემოსული ევროპელი ტურისტის. მცირე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი და მზარდი. ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ ზოგადად მოგზაურობოს და ტურიზმის სეგმენტიც ძალიან დავარდნილია. მოდელირება რომ გააკეთოთ და ნახოთ, ფრენების გახსნის შემთხვევაში, რა რაოდენობა შეიძლება ჩამოვიდეს, ეს წვეთი ზღვაშია ერთი თვის მაგალითზე. შემცირებული მოგზაურობის ფონზე კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი შემოვა, ამას მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკი ჯერ კიდევ მოჰყვება, ამიტომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მაღალი წონის მატარებელია სიფრთხილე. ტურიზმს სჭირდება მილიონობით ადამიანი და 500 კაცი ეყოფა გავრცელებას, შესაბამისად, რისკს და ბენეფიტს რომ აწონი თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა,"- განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა