გერმანიის ელჩი - პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლარიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების გარეშე შეხვედრა და კომპრომისის მისაღწევად მუშაობა ვერ შეძლეს, ამიტომ შევითავსეთ ეს როლი

„საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლარიზაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების იქ ყოფნის გარეშე შეხვედრა და კომპრომისის მისაღწევად მუშაობა ვერ შეძლეს, ამიტომ შევითავსეთ ეს როლი“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რა იყო ყველაზე დიდი პრობლემა 8 მარტის შეთანხმების მიღწევამდე მთავრობასა და ოპოზიციას შორის და თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, ეს პრობლემა კვლავ წინ წამოიწიოს პოლარიზაციის კუთხით, ელჩმა უპასუხა, რომ პრობლემას პოლარიზაცია წარმოადგენდა, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში აღმოჩნდა, რომ ის არცთუ მძლავრი ყოფილა.

„მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დავდექით, იყო ის, რომ საქართველოში პოლარიზაცია პოლიტიკურ მხარეებს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ დიპლომატების იქ ყოფნის გარეშე მათ ვერ შეძლეს შეხვედროდნენ ერთმანეთს და კომპრომისის მისაღწევად ემუშავათ - სწორედ ამიტომ შევითავსეთ ეს (მედიატორების) როლი. დისკუსია საარჩევნო სისტემაზე იყო კონცენტრირებული, პირდაპირ არჩეული პარლამენტის წევრების რიცხვთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ ცვლილებაზე. საბოლოოდ, შეთანხმება 30 მაჟორიტარზე მოხერხდა, მაგრამ რიცხვი ინტენსიურად განიხილებოდა მთელი თვის განმავლობაში. სხვათა შორის, დიალოგის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ არსებული პოლარიზაცია არც ისე მძლავრი იყო და ადამიანებს, დიპლომატების თვალწინ, დასაბუთებული დიალოგი ჰქონდათ, იყენებდნენ რაციონალურ არგუმენტებს. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს პოლიტიკაში ეს შესაძლებელია. გარკვეული მოთმინებით 8 მარტის შეთანხმებას მივაღწიეთ“, - განაცხადა ქნირშმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს