რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვზეა, ნელ-ნელა უმჯობესდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვზეა, ნელ-ნელა უმჯობესდება.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ მედიკოსებს, გოფოძის თქმით, კლინიკაში ხუთი ინფიცირებული მედიკოსი მკურნალობს, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 პაციენტი მკურნალობს. მათგან კოვიდდადასტურებული პაციენტების რიცხვი არის ცხრა. ამ ცხრიდან ახალი პაციენტი არ გვყავს. გუშინწინ გადმოვიყვანეთ საკარანტინო ზონიდან ერთი პაციენტი, რომელსაც იქ დაუდასტურდა კოვიდ დადებითი, მაგრამ მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ამ პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთი პაციენტისა. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა ისევ, თუმცაღა მისი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით, თანდათანობით გაუმჯობესდა. ამჟამად არის სეფსისი, ასევე პნევმონია, დისტრესსინდრომიდან თანდათანობით გამოვიდა ეს პაციენტი.

მედიკოსებს რაც შეეხება, დაგვრჩა ხუთი მედიკოსი სულ. შვიდი იყო და ორი გავუშვით. ხვალისთვის ვფიქრობთ, რომ კიდევ ორს გავუშვებთ, დაგვრჩება სამი. საბედნიეროდ, ჩვენი მედიკოსების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს აქვს პნევმონია, მაგრამ კლინიკურად მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია“,- ლევან გოფოძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა