ფინანსთა მინისტრი - მართლა წალეკილია ყველაფერი „ფეიკ ნიუსებით“

„ფეიკ ნიუსების“ ერაში ვცხოვრობთ არა მარტო საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით ამ რაოდენობის „ფეიკ ნიუსი“ არ ყოფილა და ჩვენ პირველები ვართ ამის ატაცებაში. ამაზე პასუხი რა არის? ვინმემ ვინმე აკრძალა? ხმაც არავინ ამოიღოს?- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად კორექტული იყო თბილისის მერის კახა კალაძის ბანერი მედიის თემაზე, მაჭავარიანი მედიას ურჩევს, რომ ესთეტიკურ მხარეზე დიზაინერებს ესაუბრონ.

„ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, კალაძე იქნება თუ სხვა, პრეტენზიები მედიის მიმართ რომ წარმოთქვას, ეს ძალიან ბუნებრივი და ნორმალურია, თუნდაც იმიტომ, რომ მართლა წალეკილია ყველაფერი ფეიკნიუსით. ფეიკნიუსების ერაში ვცხოვრობთ არა მარტო საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით ამ რაოდენობის ფეიკ ნიუსი არ ყოფილა და ჩვენ პირველები ვართ ამის ატაცებაში. და ამაზე პასუხი რა არის? ვინმემ ვინმე აკრძალა? და ხმაც არავინ ამოიღოს? ესთეტიკის საკითხები ჰკითხეთ სხვას. რა როგორ უნდა გამოიყურებოდეს, როგორი ფერი უნდა იყოს, ამაზე დიზაინერებს ელაპარაკეთ. ყველა მიჩვეულია, რომ ათასობით ტყუილი ილაპარაკოს მედიის წარმომადგენელმა და შენ არ უპასუხო, არ გააკრიტიკო, რატომ?"- განაცხადა მაჭავარიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს