გერმანიის ელჩი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე - გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა

გამოძიების პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან და გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობა კანონის გამტარებელ ორგანოებს შორის გრძელდება აბსოლუტურად ნორმალურად და კონსტრუქციულად. მაგრამ არ შემიძლია, ვისაუბრო მათი კომუნიკაციის დეტალებზე. ეს დანაშაული გერმანიაში მოხდა და ამასთან გამკლავება და რეაგირება გერმანელი თანამდებობის პირების პირველი და უმთავრესი პასუხისმგებლობა იყო. საგამოძიებო პროცესში რუსეთის როლი უკვე ნათლად გამოჩნდა. კანცლერმა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ყველა უფლებასა და შესაძლებლობას ვფლობთ, დამატებით ზომებს მივმართოთ ნებისმიერ დროს, როცა გადავწყვეტთ“, - აღნიშნა ქნირშმა.

კითხვაზე, რომ გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადება კვლავ იგივენაირადაა ფორმულირებული, ქნირშმა უპასუხა, რომ გერმანული სასამართლო თავისუფალია.

„გერმანიაშიც გვაქვს სასამართლო დამოუკიდებლობა. მთავრობას არ აქვს უფლება, ჩაერიოს, როდესაც გენერალური პროკურორი ამბობს ან წყვეტს რაიმეს“, - ხაზი გაუსვა გერმანიის ელჩმა საქართველოში.

შეგახსენებთ, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“. ლიკვიდირების დაკვეთის მოტივზე საუბრისას განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი მისი "რუსეთთან და საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება გახდა".

აღნიშნულზე რამდენიმე დღის გერმანიის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ გერმანიის პროკურატურამ განცხადებაში არაოპტიმალური ფორმულირება გამოიყენა და გენპროკურორის ოფისს არ სურდა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაცია დაეხასიათებინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა