პრემიერი - გავრილოვი პარლამენტის შენობაში, სავარძელში, იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო

გავრილოვი ამ შენობაში, სადღაც აქ, სავარძელში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

პრემიერის თქმით, 20 ივნისის მოვლენებს ქართველი საზოგადოება შეაფასებს როგორც სამართალდამცველების მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთას. გახარიას ამ გამოსვლას სხდომათა დარბაზში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

„რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული თუ ა.შ. 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც მერწმუნეთ ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცველების მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. ამას შეიძლება სჭირდება რაღაც დრო, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა, უბრალოდ, თქვენ არ ნებდებით, წარმოდგენები გაქვთ თქვენი, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება.რა თქმა უნდა, გავრილოვი ამ შენობაში, სადღაც აქ, სავარძელში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი და უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდევ რაიმე დარჩა გადასახდელი, აგერ, არჩევნები იქნება და ჩვენი მოქალაქეები მოსთხოვს პასუხს. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, რომლებიც ბევრი აქ სხედხართ, თუ ორგანიზებას არ უწევდნენ, გვერდით იდგნენ და უყურებდნენ, ჩვენს მოქალაქეებს ამ პროტესტის დროს, რომელიც მშვიდობიანი იყო და შემდეგ გახდა ძალადობრივი, ბატონი ბოკერია, მახსოვს კარგად მისი სახე, რატიანი, ისინი არ მიუთითებდნენ, რომ ეს არის დანაშაული. პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ ამას შესაბამისი ფასი ექნება. ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართველმა პოლიციამ პარლამენტში შტურმით შესვლა არ დაუშვა და ეს იყო მისი მოვალეობა, პირდაპირი ფუნქცია“,- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა