რომან გოცირიძე - გახარიამ თავისი გამოსვლა ააგო ერთი გამოთქმის ირგვლივ, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენ და ვითომ ლამაზად აუარა გვერდი 20 ივნისს, მაგრამ მას ყელზე მრავალი სხვა თოკი აქვს მოჭიდებული

პრემიერ - მინისტრმა თავისი გამოსვლა ააგო ერთი გამოთქმის ირგვლივ, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენ, მან არა და არ ახსენა მისი დანაშაულის მთავარი დღე - 20 ივნისი, - ასე აფასებს პრემიერ - მინისტრის წლიურ ანგარიშს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისი თქმით, გიორგი გახარია ეცადა, გვერდი აევლო 20 ივნისის თემისთვის, თუმცა, არის ბევრი სხვა საკითხი, რომელიც მას და მთლიანად მთავრობას „პოლიტიკურად დაახრჩობს".

„პრემიერ - მინისტრმა თავისი გამოსვლა ააგო ერთი გამოთქმის ირგვლივ, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენ და მან არა და არ ახსენა მისი დანაშაულის მთავარი დღე - 20 ივნისი. ვითომ ლამაზად აუარა გვერდი, მაგრამ მას ყელზე მრავალი სხვა თოკი აქვს მოჭიდებული, რომელიც ამ მთავრობას და პირადად ბატონ გახარიას პოლიტიკურად დაახრჩობს. მაგალითად, ბიუჯეტი - ე.წ. ფეიკ- ბიუჯეტი. ორი დღის წინ მივიღეთ ეს ბიუჯეტი და უკვე გადასაგდებია. 600 000 ადამიანს დაჰპირდა დახმარებას და დღეს მხოლოდ 200 000- ს აქვს მიღებული, ანუ აქ 60 პროცენტიანი ცრუ ბიუჯეტი მივიღეთ. ახსენა, რომ გაუხარდება, თუ საქართველოს შავ ზღვაში ამერიკული გემები შემოვა, მაგრამ დაავიწყდა, რომ ანაკლიის სახით მის ყელზე ერთი თოკია მობმული. მან და ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სასარგებლოდ ანაკლიის პროექტი ჩაძირეს. გზას და ინფრასტრუქტურას რომ ახსენებ, მესამე თოკია უკვე ყელზე გამობმული, სად არის გზა ზუგდიდიდან ანაკლიამდე, რომელოც უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტის ერთიანი შემადგენელი ნაწილი,"- განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, რეალურად, საქართველოში ვითარება ყოველ წელს უარესდება. „ძალიან ბევრი სიცურე ითქვა. ჩვენ ვნახეთ გასული წლის მუშაობის წარუმატებელი და დანაშაულებრივი საქმიანობის მიმოხილვა. ერთი ნაწილი ეხებოდა ფიქტიური პრემიერის, მამუკა ბახტაძის, წარუმატებელ საქმიანობას და მეორე უკვე ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის დასჯის ნაცვლად, მის აღზევებას, აღზევებული გახარიას მუშაობის შედეგებს, რომელიც არის ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი, გაღატაკებული მოქალაქეები, შეზღუდული დემოკრატია და ერთი ადამიანის ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერება, უზურპირება ხელისუფლების ყველა შტოსი, სასამართლოს დახრჩობა, პოლიტიკური პატიმრების არსებობა. ყოველი შემდგომი წელი უარესია, ვიდრე წინამორბედი," -განაცხადა გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს