გიორგი გახარია ოპოზიციას - მე მაკო გომურის სახელს დღეში 100-ჯერ, თქვენ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა თქვენ და ჩემს შორის, დაიმახსოვრეთ კარგად

მე მაკო გომურის სახელს ასე, დღეში 100-ჯერ, თქვენ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა ჩემსა და თქვენ შორის ,- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას პარლამენტში, სადაც ის დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

გახარიას განცხადებით, 20 ივნისს დაშავებული ადამიანების ტრაგედიას ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებით იყენებს.

"სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა. ნუ გგონიათ, რომ თქვენ უფრო მეტად სწუხართ, იმიტომ, რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ, მაგრამ მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს ასე დღეში 100-ჯერ, თქვენ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ. ესაა ჩვენ შორის განსხვავება. ესაა მორალური სხვაობა თქვენ და ჩემს შორის, დაიმახსოვრეთ კარგად“,- განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს