თეა წულუკიანი ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლებაზე - ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ და ნუ მაფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია

არ მგონია, რომ ეს ფორმატი იმისთვის არის, თქვენ განგახილინოთ იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციის შეკითხვას ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ კითხვა გიორგი გახარიას მისამართით გააჟღერა, თუმცა გახარიამ კითხვაზე პასუხი წულუკიანს თხოვა.

როგორც მინისტრმა განმარტა, კანონში წერია, რომ ნოტარიუსი უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა და როცა ის წესს არღვევს, უფლებამოსილების განხორციელების უფლება დროებით ეზღუდება.

“არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიადის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, ეს არის კანონის ჩანაწერი. სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში, ამიტომ დაანებოთ იქნებ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. კოვიდისა და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, იქნება ეს თუ ის, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია წესი, შეუჩერდება დროებით ბიუროს საქმიანობის უფლება. ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ და ნუ მაფიქრებინებთ, საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია. არ მგონია, რომ ეს ფორმატი იმისთვის არის, თქვენ განგახილინოთ იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება ან რაიმე სახდელის დაკისრება ვინმეზე. პიროვნულად, როცა ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თქვენ წინაშე წარვდგები, მერე ნებისმიერი კონრეტული ქეისი უფრო მწვავე ტონში ან მშვიდ ტონში შეგვიძლია განვიხილოთ”, - განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა