გიორგი გახარია სალომე სამადაშვილს - უბრალოდ არ ვიცი, ამ სიტყვების რახუნს რა უნდა ვუპასუხო

გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დაუშვებელია, -ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს გორში, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტს.

მისი თქმით, პოლიციას და სამართალდამცავ სისტემას ასეთ შემთხვევაზე მომენტალური რეაქცია უნდა ჰქონდეთ და განსაკუთრებით ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში.

„გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დაუშვებელია. პოლიციას და სამართალდამცავ სისტემას ასეთ შემთხვევაზე მომენტალური რეაქცია უნდა ჰქონდეთ, განსაკუთრებით ახლა, წინასაარჩვნო პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ის ადამიანი კიდე უკვე დაკავებულია. მერწმუნეთ, რომ სულ ასე იქნება. შეცდომისგან და გადაცდომისგან გარანტირებული არავინ არ არის, მაგრამ როგორც თქვენს ყველა სპეკულირებაზე და ტყუილზე მომენტალური რეაქცია გვქონდა, ახლაც ზუსტად ეგეთი რეაქცია გვექნება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერმა ასევე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეკითხვებს, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებას და სუს-ში ადამიანების დაბარებას შეეხებოდა.

„უბრალოდ არ ვიცი, ამ სიტყვების რახუნს რა უნდა ვუპასუხო. დღეს ძირითადი ამოცანა არის იმაში, რომ ერთმნიშვნელოვნად, ყველანი ერთად, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, მოქალაქე, მმართველი პარტია, ოპოზიცია და ყველა გონიერი ადამიანი, წყნარად და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. განსაკუთრებით ახლა პანდემიის პირობები გვაქვს, ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, ამას საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პროცესი მიყვება. ყველა, ვინც პასუხისმგებლობას გრძნობს, ამოცანა უნდა იყოს, რომ წყნარად და მშვიდად მივიდეთ საარჩევნო დღემდე. ეს პირველი ამოცანაა. ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ მძიმე, მძაფრი, პოლარიზებული პოლიტიკური პროცესის შემდეგ, მაქსიმალურად ღიად, გამჭვირვალედ და ხარისხიანად ჩავატაროთ არჩევნები. ლოგიკა ვისაც მოეკითხება, ყველა ადამიანი მიხვდება იმას, რომ მმართველი ძალის უმთავრესი ამოცანა და ძირითადი პრიორიტეტი ეს უნდა იყოს“,-აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა