გიორგი გახარია - 20 ივნისი რად მიღირდა, იცით? ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრითა და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს

20 ივნისი რად მიღირდა, იცით? ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრითა და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს , - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს” დეპუტატ ელენე ხოშტარიას, რომელმაც მას ჰკითხა, რად უღირდა 2019 წლის 20 ივნისი.

როგორც პრემიერმა პარლამენტში განაცხადა, ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და არა პარლამენტში შეჭრითა და ძალადობით.

“ამაზე მარტივ პასუხს გაგცემთ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანს - 20 ივნისი რად მიღირდა, იცით? 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრითა და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს, აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომელიც თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როდესაც ძალადობრივად ამ ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა. ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ამიტომ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ აი, ეს პოლიტიკური ელიტა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეიცვალოს და რომ არასდროს ამ ქვეყანაში კიდევ ძალადობით, პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური წყობა არ უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით. აი, ამად მიღირდა 20 ინვისი”, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა