გიორგი გახარია - როგორც ჩანს, ეს არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები იქნება

როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ე.წ. ფეიკნიუსებზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი საერთაშორისო გამოწვევაა და აქ ჩვენ კომპეტენციის, ტექნოლოგიური პრობლემებიც გვაქვს.

„ფეიკნიუსებზე იყო კითხვა. ფეიკნიუსების წინააღმდეგ რაც გვაქვს ესაა - მაქსიმალური გახსნილობა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, საარჩევნო პერიოდში და როგორც ჩანს, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური არჩევნები, მექანიზმი მარტივია, “ფეიკნიუსი”, მერე ამ ფეიკნიუსზე პროპაგანდისტური მანქანა და შემდგომ უკვე რაღაც პოლიტიკური მიზნები. ხშირ შემთხვევაში ამას მოკლევადიანი შედეგი აქვს. ზოგი ცოცხლობს 1 საათი, ზოგი ცოცხლობს - 1 კვირა. რეალურად ის, რაც შეეხება ჰიბრიდულ ძალას, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობთ. უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებშიც ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების გარკვეულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ გარედან წამოსულ ჰიბრიდულ რისკებს ვებრძოლოთ. ესაა საერთაშორისო გამოწვევა. აქ ჩვენ კომპეტენციის, ტექნოლოგიური პრობლემებიც გვაქვს და საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედიც გვაქვს,“-აღნიშნა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს