პრემიერი პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებზე - დამკვეთებზე ამ მომენტისთვის გამოძიება გასული არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების საქმეზე გამოძიება დამკვეთებზე ჯერ არ გასულა. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი მისთვის სამწუხარო და მიუღებელია.

„იმ მომენტში, რაც დაადგინა გამოძიებამ ის არის, რომ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია დღეს, როგორც ვიცი, ვინც გაავრცელა, რუსეთიდან აქვს მიღებული, იმყოფება სომხეთის პენიტენციურ სისტემაში. რაც გამოძიებამ დაადგინა, გავრცელება მოხდა აქედან. ეს არის რაც დღემდე გამოძიებას აქვს. დამკვეთებზე ამ მომენტისთვის გამოძიება გასული არ არის. პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც ვერსიად თქვით, მოსამართლეების დამტკიცება, თქვენც გესმით, რომ ესაა ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ვერსიად. სამწუხაროდ, ეს არის უაღრესად ცუდი პრაქტიკა, რომელიც ამ ქვეყანაშია ბოლო წლების განმავლობაში გავრცელებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სტანდარტი ავწიოთ. ჩემთვისაც, პერსონალურად ესაა სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ეკა ბესელიამ გახარიას ჰკითხა, თუ ვინ დაგეგმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება და რა მიზანი ჰქონდა. „რატომ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ უმწვავესი კონფლიქტი გვქონდა მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო? რა იყო ეს - დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება, თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ“,- განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო