ივანე მაჭავარიანი - ქვეყანაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია

ქვეყანაში ჯერ კიდევ არაა დაძლეული არც სიღარიბე და არც უმუშევრობა, თუმცა ბოლო წლებში გვქონდა მათი შემცირების ტენდენცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, ტყუილია იმის თქმა, რომ წლიდან წლამდე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა.

„2017, 2018 და 2019 წლებში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. 2019 წელს, ამ რეფორმებმა შედეგი გამოიღო და გვქონდა ეკონომიკის ჯანსაღი ზრდა. სიღარიბე მცირდებოდა და მცირდება ბოლო ათი წელია. არის დაძლეული? არ არის დაძლეული. უმუშევრობა მცირდება, მაგრამ არის იმ ნიშნულზე, რაც განვითარებულ ქვეყანას და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანას სჭირდება? არა, მაგრამ შემცირების ტენდენცია იყო ძალიან კარგი. თქვენ შეიძლება დიდი ზრდა გქონდეთ და ერთ წელს მნიშვნელოვნად შეამციროთ უმუშევრობა, მაგრამ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ გაქვთ რეკორდულად მაღალი, ეს ნიშნავს, რომ ეს შემცირება ვერ იქნება მდგრადი. მაგრამ როცა ყველა პარამეტრით გაუმჯობესებაა, ეს ამავდროულად აისახება სოციალურ მიმართულებაზეც, არასაკმარისად, მაგრამ აისახება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია 2018- 2019 წლების მაჩვენებლები და განვითარების ამ პარამეტრებზე დაბრუნება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს